Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაშვლებმა ხმელთაშუა ზღვაში უკვე ორი დაღუპული მგზავრის გვამები იპოვეს


ეთიოპიის კომპანიის კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავის კატასტროფის არეალში, ხმელთაშუა ზღვაში მაშვლებმა ორი დაღუპული მგზავრის გვამები იპოვეს. რეისზე მგზავრების უმრავლესობა ლიბანელები და ეთიოპიელები იყვნენ. ერთ-ერთი მგზავრი ლიბანში საფრანგეთის ელჩის მეუღლე იყო. კატასტროფის მიზეზი ცნობილი არ არის. ლიბანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დივერსიაზე ეჭვის საფუძველი არ ჩანს. თვითმფრინავი ასრულებდა რეისს ბეირუთიდან ადის აბებასკენ. ის დღეს დილით ქარიან ამინდში აფრენიდან ცოტა ხანში ხმელთაშუა ზღვაში ჩავარდა.
XS
SM
MD
LG