Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევში ჩავიდა უკრაინაში რუსეთის ახალი ელჩი


კიევში ჩავიდა უკრაინაში რუსეთის ახალი ელჩი, მიხაილ ზურაბოვი, რომელიც ამ პოსტზე ხუთი თვის წინ დაინიშნა. კიევში მისი ჩასვლა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის ნორმალიზების მცდელობაზე მიანიშნებს. რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა ზურაბოვი 2009 წლის აგვისტოში დანიშნა უკრაინაში ელჩად, მაგრამ მანვე, რამდენიმე დღეში გამოქვეყნებულ ღია წერილში, ანტირუსულ პოლიტიკაში დაადანაშაულა უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო და განაცხადა, რომ გადადებს კიევში ელჩის გაგზავნას. რუსეთის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, ისინი იმედოვნებენ, რომ უკრაინასთან დაძაბულობა გაინიმუხტება იქ მომავალ თვეში ახალი პრეზიდენტის არჩევის შემდეგ. არჩევნების მეორე, 7 თებერვლის ტურის მონაწილე ორივე კანდიდატს, ოპოზიციის ლიდერ ვიქტორ იანუკოვიჩსა და პრემიერ-მინისტრ იულია ტიმოშენკოს, დადებული აქვთ პირობა, რომ რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებაზე იზრუნებენ.
XS
SM
MD
LG