ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ დღეს განაცხადა, რომ თალიბანთან შერიგების განახლებული ძალისხმევა ავღანეთის მოკავშირეების, მათ შორის შეერთებული შტატებისა და ევროპის მხარდაჭერით სარგებლობს. ამ საკითხს კარზაი შეეხო პრეს-კონფერენციაზე სტამბულში, სადაც პაკისტანის პრეზიდენტ ასიფ ალი ზარდარის ესაუბრა ისლამისტი ექსტრემისტების წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობასა და ორმხრივ ურთიერთობაზე. საქმე ეხება ავღანეთ-პაკისტანის მოლაპარაკების მეოთხე რაუნდს. მოლაპარაკება 2007 წლიდან მიმდინარეობს თურქეთის ეგიდით, რომელსაც ორივე ქვეყანასთან ტრადიციულად ახლო ურთიერთობა აკავშირებს.
ყველაზე პოპულარული
1