Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფრანგი პარლამენტარების რეკომენდაციით, სახელმწიფო უწყებებში უნდა აიკრძალოს მუსულმანური წესით ქალის სახის შებურვა


საფრანგეთის პარლამენტის კომიტეტი რეკომენდაციას უწევს საფრანგეთში ქალების მიერ სახის მუსულმანური წესით შებურვის ნაწილობრივ აკრძალვას. კომიტეტის დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ მუსულმან ქალებს უნდა აეკრძალოთ ჩადრით სიარული ყველა სახელმწიფო უწყებაში, მათ შორის სკოლებში, საავადმყოფოებში, აკრძალვა ვრცელდება საზოგადოებრივ ტრანსპორტზეც. ფრანგი პარლამენტარების განმარტებით, ჩადრით შებურვა „ეწინააღმდეგება რესპუბლიკის ღირებულებებს“ და „მიუღებელია“. ამასთან, საპარლამენტო კომიტეტი არ გამოსულა მოწოდებით, მიღებულ იქნეს კანონი, რომელიც აკრძალავდა სახის შებურვას ქუჩაში და კერძო სფეროში. კომიტეტის ანგარიშის გამოქვეყნებას საპარლამენტო დებატები უნდა მოჰყვეს. საფრანგეთში, ევროპის მასშტაბით, ყველაზე მეტი მუსულმანი ცხოვრობს, სავარაუდოდ, ხუთ მილიონზე მეტი ადამიანი.
XS
SM
MD
LG