ავღანეთის მეზობელი ქვეყნების ლიდერები მხარს უჭერენ პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის გეგმას, რომელიც ითვალისწინებს თალიბების გადასაბირებლად მათთვის ფინანსური დახმარებისა და სამუშაოს შეთავაზებას. ეს მხარდაჭერა გამოთქმულია ერთობლივ განცხადებაში, რომელიც სტამბოლში დღეს გამართულ შეხვედრაზე მიიღეს. შეხვედრაში კარზაისთან ერთად მონაწილეობდნენ თურქეთისა და პაკისტანის პრეზიდენტები, ისევე როგორც რამდენიმე სხვა ქვეყნის, მათ შორის ირანის, ტაჯიკეთისა და ჩინეთის ოფიციალური წარმომადგენლები. სტამბოლის ამ შეხვედრას ხუთშაბათს მოჰყვება უფრო მასშტაბური კონფერენცია ლონდონში, სადაც 60-ზე მეტი ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენლები განიხილავენ ავღანეთის მომავალთან დაკავშირებულ საკითხებს.
ავღანეთის მეზობლები ემხრობიან პრეზიდენტ კარზაის გეგმას, რომელიც თალიბების გადაბირებას ითვალისწინებს
ყველაზე პოპულარული
1