Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო არ ადასტურებს, რომ უკრაინაში საქართველოს მოქალაქეთა მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო არ ადასტურებს, რომ ქვეყნის მოქალაქეთა მიმართ უკრაინაში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ქართველი დამკვირვებლებისადმი საქმის აღძვრის საკითხი უკრაინის რამდენიმე პარტიამ დასვა, თუმცა, არსებული ინფორმაციით, ეს არ მომხდარა. თავის მხრივ, სამშაბათს გამართულ პრეს-კონფერენციაზე დონეცკის მერმა განაცხადა, რომ ქალაქის პროკურატურამ საქართველოს მოქალაქეთა მიერ უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურისას ყალბი დოკუმენტების გამოყენების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ალექსანდრ ლუკიანჩენკომ ჟურნალისტებს ისიც აცნობა, რომ უკრაინაში საქართველოს საელჩოს მიმართა, რომ არჩევნების მეორე ტურისთვის რეგისტრაციის გარეშე დონეცკში ქართველ დამკვირვებელთა ჩასვლა აღკვეთოს და საქართველოს მოქალაქეთა მიერ უკრაინის კანონმდებლობის დაცვა უზრუნველყოს.
XS
SM
MD
LG