Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატო ყაზახეთს შეუთანხმდა, რომ მისი ტერიტორიის გავლითაც ჩაიტანს ტვირთებს ავღანეთში


ნატო შეუთანხმდა ყაზახეთს, რომ მის ტერიტორიაზე გამავალი მარშრუტით ისარგებლებს ავღანეთისთვის განკუთვნილი ტვირთის გადასაზიდად. ნატოს გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებით, ევროპიდან ავღანეთთან კავშირი რუსეთის, ყაზახეთისა და უზბეკეთის გავლით, ნიშნავს ალიანსის მთავარი, პაკისტანზე გამავალი ლოგისტიკური მარშრუტის ალტირნატივას. პაკისტანის მარშრუტზე ექსტრემისტების თავდასხმები გახშირდა. მართალია, ცენტრალურ აზიასა და რუსეთზე გამავალ საჰაერო და სახმელეთო მარშრუტებს აქამდეც იყენებდნენ ნატოს ცალკეული წევრი ქვეყნები, მაგრამ, მთლიანად, ალიანსს არ ჰქონდა მინიჭებული ყაზახეთის ტერიტორიაზე ტრანზიტის პერმანენტული უფლება. მიღწეული შეთანხმების შესახებ დღეს ბრიუსელში გამოაცხადეს ნატოს სამხედრო ოფიციალურმა წარმომადგენლებმა.
XS
SM
MD
LG