Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით უსუფაშვილმა ცსკ-ის სუბიექტებს ოთხი მექანიზმი შესთავაზა


”ალიანსმა საქართველოსთვის” დღეს განაცხადა, რომ საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად მუშაობას განაგრძობს. ალიანსის რესპუბლიკელი თანათავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ცსკ-ის თავმჯდომარისა და მდივნის დანიშვნისას ხელისუფლებამ ოპოზიციის მოსაზრებები არ გაითვალისწინა, ალიანსი მზად არის საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიერ შეთავაზებულ ერთობლივ მემორანდუმზე იმუშაოს. დავით უსუფაშვილმა ცსკ-ის სუბიექტებს ოთხი მექანიზმი შესთავაზა: ამომრჩეველთა სიების შესადგენად სახელმწიფო დაწესებულებებიდან სანდო ინფორმაციის მიღება და მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი უზუსტობების გამოსწორება, საინფორმაციო საშუალებებით, განსაკუთრებით, ნაციონალური ტელეარხებით პოლიტიკური სუბიექტების საქმიანობისა და პოზიციების ობიექტურად გაშუქება და დაბალანსებული საინფორმაციო პოლიტიკა, პოლიტიკურ პროცესებში პოლიციისა და უშიშროების ორგანოთა მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა და მათი რეპრესიებისგან ამომრჩევლებისა და პოლიტიკური აქტივისტების დაცვა და კენჭისყრის, ხმების დათვლისა და საარჩევნო დავების განხილვა-გადაწყვეტის პროცესების სრული გამჭვირვალობა.
XS
SM
MD
LG