Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტონი ბლერი ერაყის ომში დიდი ბრიტანეთის მონაწილეობის საგამოძიებო კომისიის წინაშე წარსდგა


ერაყის ომში დიდი ბრიტანეთის მონაწილეობის საგამოძიებო კომისიის წინაშე ყოფილი პრემიერ-მინისტრი ტონი ბლერი წარსდგა. კომისია ცდილობს დაადგინოს, რამდენად გამართლებული იყო ბლერის მთავრობის გადაწყვეტილება 2003 წელს, ერაყში ჯარების გაგზავნისა და ამერიკის საომარი კამპანიის მხარდაჭერის თაობაზე. ბლერის სიტყვებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში 2001 წლის 11 სექტემბერს მომხდარმა ტერაქტებმა დიდი გავლენა იქონიეს იმ საფრთხის შეფასებაზე, რომელიც, სპეცსამსახურების ინფორმაციით, ერაყის დიქტატორის სადამ ჰუსეინის რეჟიმის მხრიდან მომდინარეობდა. ტონი ბლერს არაერთხელ დასდეს ბრალი ტერორისტული საფრთხის გაზვიადებასა და დიდი ბრიტანეთის საომარ მოქმედებებში უკანონო ჩართვის გამო.
XS
SM
MD
LG