Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვახტანგ მაისაიას ოცწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს


სამხედრო ექსპერტს ვახტანგ მაისაიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. პროკურატურა 24-წლიან პატიმრობას მოითხოვდა. განაჩენით უკმაყოფილოა მაისაიას ადვოკატი ნათია კორკოტაძე და მის გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში აპირებს. ვახტანგ მაისაია, რომელმაც წინასწარი გამოძიებისას თავი დამნაშავედ სცნო, შემდეგ განაცხადა, რომ აღიარება ზეწოლის ქვეშ მისცა და სასამართლო პოცესზე დანაშაული უარჰყო. ამავე საქმეში, თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი, ირაკლი ბატკუაშვილი სასამართლომ მსჯავრდებულად ცნო. მას საპროცესო გარიგების საფუძველზე 3-წლიანი პირობითი პატიმრობა და 5 000 ლარი ჯარიმა დაეკისრა. მაისაიას დაპატიმრების მერორე დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ეჭვმიტანილმა დიდი ზიანი მიაყენა საქართველოს უსაფრთხოებას. “აგვისტოს ომის დროს იგი ჩვენს მტერს ყოველ ორ საათში ერთხელ და კიდევ უფრო ხშირად აწვდიდა ინფორმაციას ქართული არმიის პოზიციების შესახებო”, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა გასული წლის 6 მაისს. მაისაიას მსჯავრი დაედო ჯაშუშობაში, ბატკუაშვილს კი საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნებაში. ისინი 2009 წლის მაისში დააკავეს.
XS
SM
MD
LG