Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყმა კონტრაქტი გააფორმა "ლუკოილთან" და მის პარტნიორ კომპანიასთან


რუსეთის გიგანტურმა ნავთობკომპანია „ლუკოილმა“ და მისმა პარტნიორმა, ნორვეგიის „სტატოილ ASA“-მ ხელი მოაწერეს ერაყთან კონტრაქტს, მისი ერთ-ერთი უდიდესი ნავთობსაბადოს ათვისების შესახებ. საინფორმაციო სააგენტო "ასოშიეიტიდ პრესი" ბაღდადიდან იუწყება, რომ 20-წლიანი კონტრაქტით, ჯგუფი "ლუკოილის" ხელმძღვანელობით განავითარებს სამხრეთში მდებარე საბადოს, რომლის რეზერვებიც თითქმის 13 მილიარდ ბარელად არის შეფასებული. კონტრაქტით გათვალისწინებულია მისი 5 წლით გაგრძელების შესაძლებლობა.
XS
SM
MD
LG