Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლუკაშენკამ ინტერნეტის მონიტორინგზე ბრძანებულებას მოაწერა ხელი


ბელორუსიის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას ინტერნეტის გამოყენებაზე მონიტორინგის შესახებ. დოკუმენტის მიხედვით, 1 ივლისიდან ინტერნეტ-პროვაიდერები ვალდებული იქნებიან მოახდინონ იმ ხელსაწყოს იდენტიფიკაცია, რომლითაც ინტერნეტს უერთდებიან და შეინახონ ინფორმაცია ამ ხელსაწყოებსა და სერვისზე, რომელსაც ისინი მომხმარებელს უწევენ. ინტერნეტ-პროვაიდერი ვალდებული იქნება 24 საათში დაბლოკოს ვებ-საიტი, რომელზეც მას ლუკაშენკას მიერ შექმნილი შესაბამისი უწყება მიუთითებს.
XS
SM
MD
LG