Accessibility links

ჯეიმს სტაინბერგი და ფილიპ გორდონი საქართველოს 5 თებერვალს ეწვევიან


5 თებერვალს საქართველოს ეწვევიან აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჯეიმს სტაინბერგი და სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ გორდონი. თბილისში ისინი სომხეთიდან ჩამოვლენ. ვიზიტის პროგრამაშია შეხვედრები პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან და ოპოზიციის ლიდერებთან. საქართველოში აშშ-ის საელჩოს განმარტებით, სტაინბერგი და გორდონი საქართველოში ჩამოდიან ორი ქვეყნის ურთიერთობის განვითარებასა და პოლიტიკურ, დემოკრატიულსა და ეკონომიკურ რეფორმებთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG