Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფინანსთა მინისტრმა საგადასახადო კოდექსის ცვლილების შესახებ განმარტება გააკეთა


საქართველოს ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა საგადასახადო კოდექსის ცვლილების შესახებ ხალხის პარტიის ლიდერის კობა დავითაშვილის შეკითხვისთვის პასუხის გასაცემად ბრიფინგი მოიწვია. შეგახსენებთ, რომ ზედნადების ახალმა გადასახადმა ბაზრობების მოვაჭრეთა საპროტესტო აქციები გამოიწვია. ბაინდურაშვილმა დღეს განაცხადა, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა არასწორი ინფორმაცია გაავრცელეს, რადგან საგადასახადო კოდექსის ახალი მოთხოვნები არ ვრცელდება გარემოვაჭრეებსა და იმ მეწარმეებზე, რომლებიც საცალო ვაჭრობას ბაზრობებზე, ჯიხურებსა და მცირე მაღაზიებში ეწევიან. ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, რომ მისი პასუხი ხალხის პარტიის ლიდერს ოფიციალურად გაეგზავნა.
XS
SM
MD
LG