Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“ალიანსი საქართველოსთვის” საგარეო საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ სასამართლოში საჩივარს წარადგენს


“ალიანსი საქართველოსთვის” საგარეო საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ სასამართლოში ადმინისტრაციულ საჩივარს წარადგენს. ალიანსის განმარტებით, მან უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნებზე დამკვირვებლებად გაგზავნილი პირების და მათი წარმდგენი ორგანიზაციების შესახებ ინფორმაციის მისაღებად ჯერ საქართველოს საელჩოს, მისგან უპასუხოდ დარჩენის შემდეგ კი - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და უშუალოდ გრიგოლ ვაშაძეს მიმართა. ალიანსის წარმომადგენლის ფიქრია ჩიხრაძის განცხადებით, ინფორმაცია ვერც სამინისტროსგან მოიპოვეს, რაც მისივე თქმით, მიუთითებს, რომ სკანდალური და დანაშაულებრივი ელემენტის შემცველი რამ იმალება. ”ალიანსი საქართველოსთვის” იმედს გამოთქვამს, რომ საჯარო ინფორმაციას სასამართლოსთვის წარდგენილი საჩივრის საფუძველზე მაინც მოიპოვებს.
XS
SM
MD
LG