დღეიდან საქართველოში დაიწყო ამომრჩეველთა სიების შემოწმება, რომელშიც 12 ოპოზიციური პარტიაც მონაწილეობს. ცსკ-ის თავმჯდომარე დღეს შეხვდა პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელიც დარწმუნებულია, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის და პარლამენტის ინიციატივებით, დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნების ჩატარება სრულიად შესაძლებელია. დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს აცნობა, რომ მომავალ კვირაში ზურაბ ხარატიშვილს ექნება კიდევ რამდენიმე ინიციატივა, რომლის შინაარსი პარლამენტის თავმჯდომარეს დღეს არ დაუკონკრეტებია.
ყველაზე პოპულარული
1