Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს ხელმძღვანელი „გააკვირვა“ რუსეთის მიერ ალიანსის საფრთხედ მოხსენიებამ


ნატოს გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა გაკვირვება გამოხატა იმის გამო, რომ რუსეთი სამხედრო ალიანსს კვლავ თავისი უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან საფრთხეს უწოდებს. მიუნხენში მიმდინარე კონფერენციის კულუარებში საუბრისას, რასმუსენმა განაცხადა - „უნდა ვთქვა, რომ ეს ახალი დოქტრინა არ ასახავს მსოფლიოში რეალურად არსებულ ვითარებას... ნატო რუსეთის მტერი არ არისო.“ ერთი დღით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, დმიტრი მედვედევმა ხელი მოაწერა რუსეთის მთავარი სამხედრო სტრატეგიის განახლებულ დოკუმენტს, რომელშიც ნატოს გაფართოება რუსეთისთვის ერთ-ერთ მთავარ საფრთხედ არის მოხსენიებული. რასმუსენის შეფასებით, ეს დოკუმენტი წინააღმდეგობაში მოდის ნატოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის გაუმჯობესებისკენ მიმართულ მცდელობებთან.
XS
SM
MD
LG