დღეს პარლამენტის საგაზაფხულო სესია პლენარული სხდომების ფორმატში იხსნება. მიმდინარე სასესიო კვირაში პარლამენტი პლენარულ სხდომებზე პირველი მოსმენით განიხილავს კანონოპროექტებს, რომლებიც სისხლის სამართლის პოლიტიკის ლიბერალიზაციისკენ არის მიმართული. კერძოდ, შემოვა 12–დან 14 წლამდე ასაკის პირების სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხების ახლებური რეგულაციები, შეიცვლება სასჯელის შეკრების პრინციპი და არასრულწლოვანების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის აღძვრასთან დაკავშირებით გარკვეული შეღავათები დაწესდება. 8 თებერვლის ბიურომ განიხილა და მიზანშეწონილად ჩათვალა, რომ დაიწყოს პარლამენტის წევრების, შალვა ნათელაშვილის, იოსებ შატბერაშვილის, კახა ძაგანიასა და გიორგი გუგავას მიერ წარმოდგენილი კანონპროექტების განხილვის პროცედურა. კანონპროექტები ითვალისწინებენ ცვლილებების შეტანას საგადასახადო კოდექსში, პენსის შესახებ კანონში და საარჩევნო კოდექსში. მიმდინარე კვირაში პლენარული სხდომები სამშაბათს, 9 თებერვალს და პარასკევს, 12 თებერვალს გაიმართება.
ყველაზე პოპულარული
1