Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნოღაიდელი და გრიზლოვი პარტიულ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ


დღეს მოძრაობის ”სამართლიანი საქართველოსთვის” ლიდერმა ზურაბ ნოღაიდელმა და რუსეთის მმართველი პარტია ”ედინაია როსიას” უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ბორის გრიზლოვმა მოსკოვში ხელი პარტიული თანამშრომლობის შეთანხმებას მოაწერეს. ”ედინაია როსიას” პრეს-სამსახურის ცნობით, გრიზლოვმა განაცხადა, რომ ეს სპონტანური გადაწყვეტილება არ არის, რადგან კარგად ესმით, რომ საჭიროა საქართველოში ჯანსაღი ძალების ძებნა. რუსეთის დუმის სპიკერის შეფასებით, დღეს ხელმოწერილი შეთანხმება პარტიული თანამშრომლობის დასაწყისია, რაც კონსულტაციებს, ინფორმაციის გაცვლას და პარტიული მშენებლობის გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებს. რუსეთის მმართველი პარტიის პრეს-სამსახურის ცნობით, ხელმოწერილ შეთანხმებას ზურაბ ნოღაიდელმა მნიშვნელოვანი ისტორიული დოკუმენტი უწოდა. ყოფილი პრემიერ-მინისტრი დარწმუნებულია, რომ საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობა თანდათან გაუმჯობესდება და მტრობას მეგობრობა და პარტნიორობა შეცვლის. ნოღაიდელის თქმით, რუსეთთან დიალოგის დასაწყებად საქართველოში ბევრი პოლიტიკური ლიდერი მზად არის.
XS
SM
MD
LG