Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვახტანგ კომახიძე პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს


ვახტანგ კომახიძე, ჟურნალისტი, სტუდია ”რეპორტიორის” ხელმძღვანელი
ვახტანგ კომახიძე, ჟურნალისტი, სტუდია ”რეპორტიორის” ხელმძღვანელი
სტუდია ”რეპორტიორის” ხელმძღვანელი, ჟურნალისტი ვახტანგ კომახიძე შვეიცარიის ხელისუფლებას პოლიტიკურ თავშესაფარს სთხოვს. სპეციალურად, “პრესა.გე"-ს მან ინტერნეტის საშუალებით გაუგზავნა წერილი, რომელშიც თავად საუბრობს იმ პრობლემებზე, რის გამოც იგი პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს.

”ინტერპრესნიუსს” კომახიძის მეუღლემ ქეთი ფოფხაძემ განუცხადა, რომ ვახტანგ კომახიძეს ტელეფონით დაურეკეს და ოჯახის წევრების სიცოცხლით დაემუქრნენ. ”იძულებული გახდა ეს ნაბიჯი გადაედგა”, - აღნიშნა კომახიძის მეუღლემ.

ვახტანგ კომახიძე ჟენევაში, ლტოლვილთა თავშესაფარში იმყოფება.

”მე, ჟურნალისტი ვახტანგ კომახიძე, პოლიტიკურ თავშესაფარს ვთხოვ დემოკრატიულ სახელმწიფოს, რადგან დღევანდელ საქართველოში ჩემი პროფესიული საქმიანობა იზღუდება და საფრთხე ექმნება ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების თავისუფლებას, ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს. ეს უმძიმესი გადაწყვეტილება განპირობებულია ხელისუფლებისგან გამოვლენილი პირდაპირი, აგრესიული მუქარით, რომლის მიხედვითაც არაორაზროვნად მიმანიშნეს, რომ ჩემი საქმიანობის გაგრძელების შემთხვევაში ჩემი, ან ჩემი ოჯახის წევრების სიცოცხლე დადგებოდა საფრთხის ქვეშ. მუქარა მოჰყვა ბატონ პაატა ზაქარეიშვილთან და ქალბატონ მანანა მებუკესთან ერთად ცხინვალში ვიზიტს, სადაც მივიღე მნიშვნელოვანი მასალა 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით”, – ასეთი გახლავთ ვახტანგ კომახიძის მიერ გამოგზავნილი წერილის მოკლე შინაარსი.
XS
SM
MD
LG