Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო აირჩიეს იუნესკოს განათლების საერთაშორისო ბიუროს ვიცე-პრეზიდენტად


საქართველო იუნესკოს განათლების საერთაშორისო ბიუროს ვიცე-პრეზიდენტად პირველად აირჩიეს, პრეზიდენტის პოსტი კი - ნორვეგიამ დაიკავა. თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა განაცხადა, რომ საქართველოს კონკურენტებს შორის იყვნენ რუსეთი, ჩეხეთი და უნგრეთი, თუმცა, 28 ქვეყანამ მხარი საქართველოს დაუჭირა. მინისტრის შეფასებით, იუნესკოს განათლების ბიუროს ვიცე-პრეზიდენტად საქართველოს არჩევა პასუხისმგებლობა, პრესტიჟი და ქვეყნის განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების აღიარებაა. სამინისტროს განმარტებით, ქართველი ექსპერტები უცხოელ სპეციალისტებთან ერთად შეიმუშავებენ იუნესკოს განათლების საერთაშორისო ბიუროს სტრატეგიას, რომელიც მიზნად ეროვნული სასწავლო გეგმების განვითარებას ისახავს.
XS
SM
MD
LG