Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში ზვავებმა სულ მცირე 165 ადამიანი იმსხვერპლა


ავღანეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მაშველებმა მიაკვლიეს 165 ადამიანის გვამს, რომლებიც ქაბულიდან ჩრდილოეთით მდებარე მთიან რეგიონში ჩამოწოლილმა ზვავებმა იმსხვერპლეს. ზვავების ჩამოწოლა ორშაბათს მოხდა, დიდძალი თოვლის მოსვლის შემდეგ. ჩაიხერგა მთავარი მაგისტრალი, რომელიც ქაბულს ქვეყნის ჩრდილოეთთან აკავშირებს. ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, სურაია დალილის თქმით, ეს ბოლო წლებში მომხდარი სტიქიის შემოტევის ერთ-ერთი უდიდესი შემთხვევაა. დღეს უფრო ადრე გამოცხადდა, რომ მაშველებმა ასობით ადამიანის გადარჩენა შესძლეს.
XS
SM
MD
LG