Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთმა გუანტანამოს ყოფილ ტუსაღზე ინფორმაცია გამოაქვეყნა


ბრიტანეთის მთავრობის მიერ დღეს გამოქვეყნებული, აქამდე გასაიდუმლოებული ინფორმაციის თანახმად, ბრიტანეთში მცხოვრები პირი შეერთებული შტატების მხრიდან პატიმრობაში ყოფნისას „სასტიკ, არაჰუმანურ და შეურაცხმყოფელ“ პირობებში იყო. ამ ინფორმაციის გამოქვეყნება ბრიტანეთის მთავრობას მას მერე მოუხდა, რაც სასამართლომ არ ჩათვალა, რომ გამოქვეყნებით სახელმწიფო უსაფრთხოებას ზიანი მიადგებოდა. ინფორმაცია 7 თავისგან შემდგარ დოკუმენტშია თავმოყრილი, და ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მიერ ბრიტანეთის დაზვერვისთვის გადაცემული ინფორმაციის მოკლე ვარიანტს წარმოადგენს. საქმე ეხება ეთიოპიის მოქალაქე, ბრიტანეთში მცხოვრებ ბინიამ მუჰამედის მიმართ მოპყრობას 2002 წელს, პაკისტანში მისი დაკავების შემდეგ. მუჰამედმა 7 წელიწადი გაატარა პატიმრობაში. გასულ წელს ის ბრალის წაყენების გარეშე გაათავისუფლეს ტერორიზმში ეჭვმიტანილების სატუსაღო გუანტანამოდან.
XS
SM
MD
LG