Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ ვიცე-პრეზიდენტს ყველაზე მეტად პაკისტანი აშფოთებს


აშშ ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ პაკისტანში არსებული ვითარება საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით მას ყველაზე მეტად აშფოთებს. სიენენზე, ”ლარი კინგ ლაივ”-ში სტუმრობისას ბაიდენმა აღნიშნა, რომ ავღანეთზე, ერაყსა და ირანის ბირთვულ პროგრამაზე მეტად მას პაკისტანში არსებული ვითარება აშფოთებს. ბაიდენმა განაცხადა, რომ პაკისტანი არის ბირთვული იარაღის მქონე ქვეყანა, სადაც დემოკრატია ბოლომდე არ მუშაობს და რომლის მოსახლეობის ”მნიშვნელოვანი უმცირესობა” რადიკალიზებულია. ბაიდენი შიშობს, რომ პაკისტანს შეუძლია ზეგავლენა მოახდინოს მეზობელ ქვეყნებზე (საუდის არაბეთზე, ეგვიპტესა და თურქეთზე), რომ ისინიც შეეცადონ ბირთვული იარაღის მოპოვებას.
XS
SM
MD
LG