Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტიმოშენკო: იანუკოვიჩის გუნდი სოციალური სტანდარტების ამაღლებას არ აპირებს


უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შემდეგ, დღეს საჯაროდ პირველად გამოჩნდა პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო, რომელმაც კიევში მთავრობის სხდომა გამართა. კონკრეტულად არჩევნების, ან პოსტიდან შესაძლო გადადგომის შესახებ მას არაფერი უთქვამს, თუმცა, განაცხადა, რომ იანუკოვიჩის გუნდი უკრაინაში სოციალური სტანდარტების ამაღლებას არ აპირებს და ეს მხოლოდ საარჩევნო პიარ-ტექნოლოგია იყო, რაც მოსახლეობამ უნდა გაითვალისწინოს. პრემიერ-მინისტრის პოსტიდან იულია ტიმოშენკოს გადადგომას ფაქტიურად გადაწყვეტილი და მხოლოდ დროის საკითხი უწოდა დღეს უკრაინის პარლამენტში ”რეგიონების პარტიის” ფრაქციის წარმომადგენელმა ალექსანდრ ეფრემოვმა. თავის მხრივ, უკრაინის პირველმა ვიცე-პრემიერმა ალექსანდრ ტურჩინოვმა განაცხადა, რომ მთავრობის გადადგომის საფუძველს ვერ ხედავს. ტურჩინოვის შეფასებით, იანუკოვიჩსა და მის პარტიას ტიმოშენკოს მთავრობის ეშინიათ.
XS
SM
MD
LG