Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა ჩარლი უილსონი - საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ მებრძოლი ავღანელი მოჯაჰედების შემწე და დამფინანსებელი


76 წლის ასაკში ინფარქტით გარდაიცვალა ჩარლი უილსონი - ამერიკის კონგრესის ყოფილი წევრი, რომელიც ცნობილი იყო როგორც საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ მებრძოლი ავღანელი მოჯაჰედების მნიშვნელოვანი შემწე და დამფინანსებელი. ჩარლი უილსონი ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში მშობლიურ ტეხასის შტატს 1973-1996 წლებში წარმოადგენდა. 2007 წელს ჰოლივუდში გადაიღეს ფილმი „ჩარლი უილსონის ომები“, რომელშიც ასახულია ყოფილი კონგრესმენის საქმიანობა ავღანეთში, საბჭოთა ინტერვენციის პერიოდში. უილსონის ძალისხმევით ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ მიიღო მილიარდობით დაფინანსება, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი ავღანელი მებრძოლებისათვის „სტინგერის“ სისტემის რაკეტების შეძენას მოხმარდა.
XS
SM
MD
LG