Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცოტნე გამსახურდიას მოძღვრისა და ადვოკატის გარდა არავისთან შეხვედრა არ სურს


ცოტნე გამსახურდია მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში კვლავ მოინახულეს ომბუდსმენის წარმომადგენლებმა. მათი განცხადებით, გამსახურდიამ, რომელიც რამდენიმე კვირაა შიმშილობს, სამედიცინო დახმარებასა და მედიკამენტების მიღებაზე უარი თქვა. მან ასევე, წერილობით მიმართა დაწესებულების ადმინისტრაციას, რომ მოძღვრისა და ადვოკატის გარდა, არავისთან შეხვედრა არ სურს. ომბუდსმენის აპარატის სამედიცინო ექსპერტის შეფასებით, ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე კრიტიკული არ არის, თუმცა, ხანგრძლივი შიმშილობის გამო, უახლოეს ხანში მისი მდგომარეობის გართულება გამორიცხული არ არის.
XS
SM
MD
LG