Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში, ისლამური რევოლუციის წლისთავთან დაკავშირებით შეტაკებები მოხდა მთავრობის მომხრე და ოპოზიციურ ძალებს შორის


ირანში სპეცსამსახურის თანამშრომლები თავს დაესხნენ ოპოზიციის ლიდერებს მეჰდი ქარუბისა და ყოფილ პრეზიდენტს მოჰამად ჰათამის. თავდასხმა ისლუმარი რევოლუციის 31-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიების მიმდინარეობისას განხორციელდა. ქერუბის ვაჟმა რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ მამამისი არ დაშავებულა, თუმცა მის გარშემო მყოფმა ადამიანებმა სხეულის დაზიანება მიიღეს.
ჰუსეინ ქერუბის თქმით, თავს დაესხნენ მოჰამად ხათამის ავტომობილსაც, რომელსაც ქვები დაუშინეს და ფანჯრები ჩაუმსხვრიეს. რადიო თავისუფლების ირანული სამსახურის ცნობით, თეირანის ქუჩებში მოხდა რამდენიმე შეტაკება ხელისუფლებისა და ოპოზიციის მხარდამჭერებს შორის. გამოსვლები იყო ირანის სხვა ქალაქებშიც.
ირანის ოპოზიციის მხარდამჭერთა მიტინგები გაიმართა მსოფლიოს ბევრ ქალაქში, მათ შორის ბერლინში, ლონდონში, პარიზში, ვენაში, ფლორენციასა და ჟენევაში, ასევე სხვაგან.
ევროპის კავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა, კეტრინ ეშტონმა განაცხადა, რომ ევროკავშირი შეშფოთებულია ცნობებით, რომ ირანში ოპოზიციის ლიდერები ძალადობის და დევნის სამიზნე გახდნენ და რომ ისინი შეიძლება დააკავონ.
XS
SM
MD
LG