Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბილ კლინტონი გულის ოპერაციის შემდეგ "თავს კარგად გრძნობს"


შეერთებული შტატების ყოფილი პერზიდენტი ბილ კლინტონი, გავრცელებული ინფორმაციით, „კარგად გრძნობს თავს“ გულის ოპერაციის შემდეგ, რომელიც მას ნიუ-იორკში გაუკეთეს გულ-მკერდის არეში ტკივილის გამო. გავრცელებული ინფორმაციით, ყოფილი პრეზიდენტი ხუთშაბათს მოათავსეს საავადმყოფოში. კლინტონის კარდიოლოგი, ალან შვარცი კლინტონის სრული გამოჯანსაღების ძალიან კარგ პერსპექტივაზე საუბრობს. მისი შეფასებით, ყოფილი პრეზიდენტი, სავარაუდოდ, ორშაბათიდან ისევ შეძლებს მუშაობას. ბოლოხანს ბილ კლინტონი ხელმძღვანელობს მიწისძვრით დაზარალებული ჰაიტის დასახმარებლად მიმართულ ძალისხმევას. ოფიციალური ინფორმაციით, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ვაშინგტონიდან ნიუ-იორკში ჩავიდა, რათა მეუღლესთან იყოს ოპერაციის შემდეგ.
XS
SM
MD
LG