Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯოზეფ კეი ინა გუდავაძესა და ბორის ბერეზოვსკის ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობაში ადანაშაულებს


ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი ჯოზეფ კეის მიერ ნიუ-იორკის სასამართლოსთვის წარდგენილ ახალ სარჩელს სასოწარკვეთილის მოქმედებად აფასებს. კეი ირწმუნება, რომ ზუსტად ორი წლის წინ, პატარკაციშვილის მეუღლემ ინა გუდავაძემ და ბორის ბერეზოვსკიმ, რამდენიმე სხვა თანამონაწილესთან ერთად, მოილაპარაკეს და ბადრი პატარკაციშვილი მოკლეს. სარჩელში სულ 56 ადამიანია დასახელებული. გარდაცვლილი ბიზნესმენის ოჯახის წევრებმა და ადვოკატებმა თბილისში გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადეს, რომ კეის წინააღმდეგ, რომელმაც პატარკაციშვილის ოჯახის თანხები და აქტივები მოიპარა, ბრძოლას ლეგალური საშუალებებით, სამართლიანობის სრულად აღდგენამდე განაგრძობენ. ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის რეპუტაციის დასაცავად ადვოკატები იმავე ნიუ-იორკის სასამართლოსაც მიმართავენ.
XS
SM
MD
LG