საქართველოს მთავრობა რუსეთთან საზღვარზე არსებული ზემო ლარსის საკონტოლო-გამშვები პუნქტის გახსნაში რაიმე საფრთხეს ვერ ხედავს - ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრის პრესმდივანმა ნიკო მჭედლიშვილმა განაცხადა. მისი განმარტებით, საქართველოს პრემიერი მიიჩნევს, რომ რეგიონის მოსახლეობის ეკონომიკურ მდგომარეობაზე ზემო ლარსის პუნქტის გახსნა დადებითად აისახება. ამასთან, საქართველოს მთავრობა ამ პუნქტის გახსნით ქვეყნისთვის განსაკუთრებულ სარგებელს არ ელის. მჭედლიშვილის განცხადებით, როგორც ჩანს, მოსკოვმა ლარსის გახსნის თაობაზე გადაწყვეტილება შეცვალა, რასაც თბილისი მიესალმება. პრესმდივნის განმარტებით, საქართველო ასევე მიესალმება, თუ რუსეთი სხვა გადაწყვეტილებებსაც შეცვლის და მაგალითად, უარს ეკონიმიკურ ბლოკადაზე იტყვის და სავიზო რეჟიმს გაამარტივებს. შეგახსენებთ, რომ ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვები პუნქტი 1 მარტიდან უნდა გაიხსნას.
ყველაზე პოპულარული
1