Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბილ კლინტონი გულის ოპერაციის შემდეგ საავადმყოფოდან გამოწერეს


შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონი საავადმყოფოდან გამოწერეს გულის ოპერაციის შემდეგ, რომელიც მას ნიუ-იორკში გაუკეთეს. დემოკრატიული პარტიის ეროვნული კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ტერი მაკოლიფმა ტელეინტერვიუში განაცხადა, რომ კლინტონმა საავადმყოფო დატოვა. ყოფილი პრეზიდენტის კარდიოლოგ ალან შვარცის განცხადებით, ბილ კლინტონი ორშაბათს შეძლებს სამსახურში დაბრუნებას. 63 წლის ყოფილი პრეზიდენტი ხუთშაბათს მიიყვანეს საავადმყოფოში გულ-მკერდის არეში ტკივილის გამო.
XS
SM
MD
LG