კანადის ქალაქ ვანკუვერში დაიწყო ზამთრის 21-ე ოლიმპიური თამაშები. „თეთრი ოლიმპიადა“ გახსნილად გამოაცხადა კანადის გენერალ-გუბერნატორმა მიკაელ ჟანმა. ოლიმპიური ცეცხლის ანთების პატივი ერგო ლეგენდარულ კანადელ ჰოკეისტს უეინ გრეცკის. BC Place-ის სტადიონზე გამართულ საზეიმო ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო 82 ქვეყნის 2500-ზე მეტმა ათლეტმა. ტრიბუნებიდან თამაშების გახსნას თვალს ადევნებდა რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი.
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის ჟაკ როგის თხოვნით, გახსნის ცერემონიის მონაწილეებმა და მაყურებლებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს თამაშების გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე დაღუპული ქართველი მოციგავის ნოდარ ქუმარიტაშვილის ხსოვნას. 21 წლის სპორტსმენი ვარჯიშისას ტრასიდან ამოვარდა და იქვე აღმართულ ლითონის კონსტრუქციას შეეჯახა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შემდეგ ქუმარიტაშვილი ვერტმრფენით გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც ის მალევე გარდაიცვალა. მიმდინარეობს ტრაგედიის გარემოებათა გამოძიება.
ტრაგედიის მიუხედავად, საქართველოს სპორტულმა დელეგაციამ გადაწყვიტა, დარჩეს ვანკუვერში და მონაწილეობა მიიღოს თამაშებში. გახსნის ცერემონიაზე საქართველოს ნაკრები სამგლოვიარო შავი სამკლაურებით გამოვიდა.
ვანკუვერის თამაშები 17 დღეს გასტანს. ამ ხნის განმავლობაში სპორტის 15 სახეობაში მედლების 86 კომპლექტი გათამაშდება.