Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოციგავეთა ოლიმპიური ასპარეზობა გეგმის მიხედვით გაიმართება


საციგაო სპორტის საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებით, ოლიმპიური პროგრამით გათვალისწინებული შეჯიბრებები გეგმის მიხედვით გაიმართება. ფედერაციის ექსპერტთა განცხადებით, ქართველი მოციგავის, ნოდარ ქუმარიტაშვილის ტრაგიკული დაღუპვის შემდეგ ჩატარებულმა გამოძიებამ აჩვენა, რომ უისტლერის საციგაო ტრასა სრულად უპასუხებს უსაფრთხოების ნორმებს. ამდენად, მოციგავეთა შეჯიბრება, როგორც დაგეგმილიც იყო, ადგილობრივი დროით 17 საათზე (თბილისის დროით კვირას, დილის 5 საათზე) დაიწყება. მანამდე ტრასას ვარჯიშისთვის გახსნიან. ვანკუვერის თამაშების გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე 21 წლის ნოდარ ქუმარიტაშვილი ვარჯიშისას ტრასიდან ამოვარდა და იქვე აღმართულ ლითონის კონსტრუქციას შეეჯახა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
XS
SM
MD
LG