Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედვედევმა უკრაინის ახლადარჩეული პრეზიდენტი მოსკოვში მიიწვია


რუსეთმა ოფიციალური ვიზიტით მიიწვია უკრაინის ახლადარჩეული პრეზიდენტი, ვიქტორ იანუკოვიჩი. პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა იანუკოვიჩს მოწვევა კრემლის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებული წერილის სახით გაუგზავნა. კვირას უკრაინის საარჩევნო კომისიამ დაადასტურა, რომ 7 თებერვალს გამართულ არჩევნების მეორე ტურში იანუკოვიჩმა მეტოქე, იულია ტიმოშენკო დაამარცხა. ტიმოშენკო აცხადებს, რომ არჩევნების შედეგების სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს. მედვედევის განცხადებით, ამ არჩევნებმა დაადასტურა, რომ უკრაინელებს სურთ დასრულდეს ორ ქვეყანას შორის უთანხმოების გაჩენისკენ მიმართული, „ისტორიულად განწირული“ მცდელობები. როგორც ვარაუდობენ, იანუკოვიჩი - რომელიც პრო-დასავლელ ვიქტორ იუშჩენკოს შეცვლის - უკრაინას მოსკოვთან უფრო მეტად დააახლოვებს.
XS
SM
MD
LG