Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰამარბერგი: ძალდატანებით ნუ დააბრუნებთ ხალხს კოსოვოში


ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა თომას ჰამარბერგმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ის ევროპის ქვეყნებს მოუწოდებს, შეწყვიტონ ადამიანების ძალდატანებით დაბრუნება კოსოვოში, სანამ იქ არ არის სათანადო პირობები სასკოლო და ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური სამსახურის და დასაქმების მხრივ. გაეროს ანგარიშით, 2009 წელს კოსოვოში 2500 ადამიანი დაბრუნდა.
XS
SM
MD
LG