Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დნესტრისპირეთი მზად არის რუსეთის ანტისარაკეტო სისტემის განსათავსებლად


მოლდავეთის ტერიტორიაზე თვითგამოცხადებული რესპუბლიკის, დნესტრისპირეთის პრეზიდენტმა, იგორ სმირნოვმა განაცხადა, რომ მისი ადმინისტრაციული ერთეული მზად არის, თავის ტერიტორიაზე განათავსოს რუსეთის ანტისარაკეტო სისტემა. სმირნოვმა მოსკოვში თქვა, რომ მას ოფიციალური განაცხადი არ გაუკეთებია, მაგრამ წინააღმდეგი არ არის. მან ეს წინადადება დაუკავშირა ვაშინგტონის გეგმას, ანტისარაკეტო სისტემის ელემენტები განალაგოს აღმოსავლეთ ევროპაში. რუმინეთმა 4 თებერვალს გამოაცხადა, რომ მზადაა აშშ-ის გადამტაცი რაკეტების განთავსებისთვის. მსგავსი განცხადება ბულგარეთმაც გააკეთა.
XS
SM
MD
LG