Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ პროკურატურამ ვიქტორ ბუტს ახალი ბრალდებები წაუყენა


აშშ პროკურატურამ ახალი ბრალდებები წაუყენა ერთ დროს ”სიკვდილით მოვაჭრის” სახელით ცნობილ ვიკტორ ბუტს, რომელიც ტაილანდის ციხეში იმყოფება. ბიბისის ცნობით, ამჯერად საქმე ეხება ფულის გათეთრებასა და თაღლითობას. ახალი ბრალდებები მხოლოდ ბუტს არ ეხება, არამედ მის საქმიან პარტიორს, ამერიკის მოქალაქე რიჩარდ ამარ ჩიჩაკლისაც. აშშ პროკურატურის მტკიცებით, ისინი ეკონომიკური სანქციების უგულებელყოფით ამერიკაში მოქმედი კომპანიისგან ორი თვითმფრინავის ყიდვას ცდილობდნენ. მანამდე საბჭოთა არმიის ყოფილ ოფიცერ ვიკტორ ბუტს ბრალი წაუყენეს შეერთებულ შტატებში ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეული კოლუმბიური დაჯგუფების ფარკისთვის იარაღის მიწოდების მცდელობისთვის. ვიქტორ ბუტი 2008 წლის მარტში ტაილანდში დააკავეს და მას შემდეგ ციხეში იმყოფება. შეერთებული შტატები რუსეთის წინააღმდეგობის მიუხედავად მის ექსტრადიციას ცდილობს.
XS
SM
MD
LG