Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის ატომური პროგრამის შესახებ ახალი ანგარიში საერთაშორისო გამოხმაურებას იწვევს


საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა გაეროს ატომური უწყების მიერ გამოხატულ შეშფოთებას, რომ ირანი, შესაძლოა, ბირთვულ ქობინზე მუშაობდეს. გერმანია აცხადებს, რომ ირანი თავისი „სახიფათო ატომური პოლიტიკის“ გაგრძელებით საერთაშორისო თანამეგობრობას აიძულებს ისლამურ რესპუბლიკას გაეროს სანქციები გაუმკაცროს. საფრანგეთი მსოფლიოს ქვეყნებს მოუწოდებს „შემართებით“ იმოქმედონ თეირანის მხრიდან არასაკმარისი თანამშრომლობის პასუხად. რუსეთი თეირანს მოუწოდებს უფრო აქტიურად ითანამშრობლოს ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოსთან - რათა მსოფლიომ დაინახოს, რომ ირანის ატომური პროგრამა მშვიდობიან მიზნებს ემსახურება. შეერთებულმა შტატებმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ გაეროს ატომური უწყების ახალი ანგარიში ეხმიანება ვაშინგტონის შეშფოთებას ირანის ატომური პროგრამის ირგვლივ.
XS
SM
MD
LG