Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის რელიგიურმა ლიდერმა გააკრიტიკა სპარსეთის ყურეში აშშ-ის ფლოტის ყოფნა


ირანის რელიგიურმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ ირანის ახალი სამხედრო ხომალდის გემბანიდან გააკრიტიკა აშშ-ის სამხედროთა ყოფნა სპარსეთის ყურეში. განცხადება ხამენეიმ გააკეთა გამნადგურებელ „ჯამარანიდან“, რომელიც დღეს შეცურდა სპარსეთის ყურეში. ირანის ტელევიზიის ცნობით, ეს ამ ქვეყანში აგებული პირველი ასეთი ხომალდია. ხამენეიმ ასევე თქვა, რომ აშშ და ისრაელი ცდილობს შუღლი ჩამოაგდოს ირანსა და არაბულ სახელმწიფოებს შორის.
XS
SM
MD
LG