Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წყალდიდობამ პორტუგალიის კუნძულ მადეირაზე ათობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა


38-მდე გაიზარდა წყალდიდობისა და ღვარცოფების შედეგად დაღუპლთა რიცხვი პორტუგალიაში, სადაც მთავრობა არ გამორიცხავს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას სტიქიით დაზარალებულ კუნძულ მადეირას რეგიონში. პორტუგალიის შინაგან სამქეთა სამინისტროს ინფორმაციით უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება 100-მდე ადამიანი, რომელთა საძაიებელ სამუშაოებში საჰაერო ავიაცია და საძღვაო კატარღებიც მონაწილეობენ. წყალდიდობა და ღვარცოფი კუნძულზე გადაუღებელმა წვიმებმა და ძლიერმა ქარმა გამოიწვია. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ჟოზე სოკრატესმა ღრმა მწუხარება გამოთქვა ადამიანების დაღუპვის გამო და განაცხადა, რომ სულ მალე პირადად მოინახულებს სტიქიით დაზარალებულ კუნძულს. საკურორტო კუნძული მადეირა პორტუგალიიდან 900 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს და ტურისტების ერთ-ერთ პოპულარულ ადგილად ითვლება.
XS
SM
MD
LG