Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რიჩარდ ჰოლბრუკმა საქართველოში ვიზიტი დაასრულა


ავღანეთსა და პაკისტანში აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა რიჩარდ ჰოლბრუკმა საქართველოში ვიზიტი დღეს დაასრულა. თბილისიდან გამგზავრებამდე ამერიკელი დიპლომატი პრეზიდენტ სააკაშვილთან ერთად იმყოფებოდა კრწანისის სასწავლო ცენტრში, სადაც ქართველი სამხედროები ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობისთვის ემზადებიან. რიჩარდ ჰოლბრუკმა ამერიკელი ხალხის და მთელი მსოფლიოს სახელით საქართველოს მადლობა გადაუხადა ავღანეთში დამატებითი კონტინგენტის გაგზავის გადაწყვეტილებისთვის, რაც მისივე შეფასებით, პატარა ქვეყნისთვის იოლი არ არის. დიპლომატის განცხადებით, ქართველი სამხედროები მსოფლიოში ტერორიზმის დამარცხებაში საკუთარ წვლილს შეიტანენ.
XS
SM
MD
LG