Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკა ბესელიამ “მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის” დატოვა


ეკა ბესელიამ ირაკლი ოქრუაშვილის პარტია - “მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის” დატოვა. ამის მიზეზად ბესელიამ ოქრუაშვილთან არსებული უთანხმოება დაასახელა. ბესელიამ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მის მიერ დაფუძნებულ საზოგადოებრივ მოძრაობას მეტი აქტიურობა სჭირდება და ადამიანის უფლებების დაცვა უფრო პრიორიტეტულად მიაჩნია. ბესელია პარტიის “მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის” გენერალური მდივანი იყო. რამდენიმე ხნის წინ მან საზოგადოებრივი მოძრაობა დააფუძნა, რომელიც, მისივე თქმით, უკანონო პატიმრების საკითხზე იმუშავებს.
XS
SM
MD
LG