Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მლადიჩის ერთ-ერთი მოადგილე პარასკევს წარდგება გაეროს ტრიბუნალზე


ბოსნიელი სერბების ყოფილი გენერალი ზდრავკო ტოლიმირი გაეროს ტრიბუნალის წინაშე პარასკევს წარდგება გენოციდის ბრალდებით 1995 წელს სრებრენიცაში მოწყობილი ხოცვა-ჟლეტის გამო. ტოლიმირი იყო რადკო მლადიჩის შვიდიდან ერთ-ერთი მოადგილე, ვინც იმ დროს ბოსნიელ სერბთა არმიას ხელმძღვანელობდა. მლადიჩი კვლავაც იძებნება. ტოლიმირი 2007 წელს დააკავეს ბოსნიაში. სასამართლო პროცესი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო რამდენჯერმე გადაიდო.
XS
SM
MD
LG