Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის პრესის ცნობით, ჰამასის თანადამაარსებლის ვაჟი ისრაელისთვის ჯაშუშობდა


ისრაელის გაზეთი, „ჰაარეცი“ იუწყება, რომ ჰამასის ერთ-ერთი დამაარსებლის ვაჟი, მოსაბ ჰასან იუსუფი, ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ისრაელის უშიშროების სამსახურის „შინ ბეტის“ მნიშვნელოვანი ინფორმანტი იყო და ათეულობით ტერორისტული აქტის თავიდან აცილებას შეუწყო ხელი. მამა, შეიხი ჰასან იუსუფი სასჯელს იხდის ისრაელის ციხეში. ვაჟი, რომელმაც ათი წლის მიიღო ქრისტიანობა 2007 წლიდან აშშ-ში ცხოვრობს. უშიშროების სამსახურს ცნობის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია.
XS
SM
MD
LG