Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნოვოდვორსკაია: საქართველოს დასაცავად მზად ვარ, ქართულ არმიაშიც ჩავეწერო


დღეს თბილისში ჩამოვიდნენ რუსი უფლებადამცველები ვალერია ნოვოდვორსკაია და კონსტანტინ ბოროვოი. ორივე უფლებადამცველი მონაწილეობას მიიღებს მრგვალ მაგიდაში, რომელზეც განიხილება პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნების პერსპექტივები. გარდა ამისა, ნოვოდვორსკაია ლექციებს წაიკითხავს თბილისის ეკონომიკურ სკოლასა და გორის უნივერსიტეტში. “თბილისში საქართველოს მორალური და პოლიტიკური მხარდაჭერისთვის ჩამოვედი. პრაქტიკულად, არსად დავდივარ, მაგრამ თბილისში ჩამოსვლაზე უარს ვერ ვიტყოდი“, განაცხადა ნოვოდორსკაიამ და დასძინა: „ვაკეთებ იმას, რაც შემიძლია - მორალური და პოლიტიკური მხარდაჭერა ვაგრძნობინო საქართველოს, რომელმაც არჩევანი დასავლეთის სასარგებლოდ გააკეთა და ქვეყანაში წარმატებული რეფორმები განახორციელა. თუ საჭირო გახდა, საქართველოს დასაცავად მზად ვარ, ქართულ არმიაშიც ჩავეწერო“. ნოვოდვორსკაიამ გააკრიტიკა საქართველოს პოლიტიკური ოპოზიციაც და თქვა: “ოპოზიცია ისე იქცევა, თითქოს საქართველოს დედაქალაქთან ახლოს მდგომ რუსულ ტანკებს თბილისში ეპატიჟება. შექმნილ ვითარებაში ქართული ოპოზიცია უფრო ფრთხილად უნდა მოქმედებდეს და მკვეთრ ნაბიჯებს არ უნდა დგამდეს.“

XS
SM
MD
LG