Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი იცავს გადაწყვეტილებას რუსეთისთვის "მისტრალის" მიყიდვის შესახებ


საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი ერვე მორინი იცავს გადაწყვეტილებას რუსეთისთვის სადესანტო ვერტმფრენმზიდ „მისტრალის“ მიყიდვის შესახებ. მორინის თქმით, ამ ნაბიჯის ოპონენტებმა რუსეთი არ უნდა განიხილონ, თითქოს ის საბჭოთა კავშირი იყოს. მორინმა განაცხადა ასევე, რომ მისთვის გასაგებია ბალტიისპირეთის სახელმწიფოების შეშფოთება მოსკოვის მიზნების გამო - მოსკოვთან მათი "ურთიერთობის იტორიის" გათვალისწინებით. თუმცა, ეს გარემოება არ უნდა გულისხმობდეს ევროპაში მშვიდობისა და უშიშროებისთვის პარტნიორობიდან რუსეთის გარიცხვას, დასძინა საფრანგეთის წარმომადგენელმა ესპანეთის ქალაქ პალმა დე მაიორკაში ევროკავშირის თავდაცვის მინისტრებთან შეხვედრასთან დაკავშირებით ვიზიტის დროს. პარიზი დათანხმდა რუსეთისთვის „მისტრალის“ ტიპის სადესანტო ვერტმფერნმზიდის მიყიდვას და განიხილავს მისთვის კიდევ სამი ასეთი ხომალდის მიყიდვის საკითხს. თითოეული ხომალდი 547-დან 684 მილიონამდე დოლარი ჯდება.
XS
SM
MD
LG