Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანი სომხეთთან „დიდი ომის“ საფრთხეს ხედავს


აზერბაიჯანის შეფასებით, სომხეთთან კონფლიქტის საფრთხე სწრაფად მატულობს და „დიდი ომი“ გარდაუვალია, თუ სომხეთის ჯარები არ გავლენ მთიანი ყარაბაღიდან. თავდაცვის მინისტრ საფარ აბიევის განცხადებით „15 წლის მანძილზე დიპლომატიამ კონკრეტულ შედეგებს ვერ მიაღწია და აზერბაიჯანი ვერ დაიცდის კიდევ 15 წელი“. როგორც აბიევმა ბაქოში საფრანგეთის ელჩს განუცხადა, „ახლა ჯერი სამხედროებზეა“.
XS
SM
MD
LG