წარმომადგენლობითი სახალხო კრების საინიციატივო ჯგუფმა პრეზენტაცია გამართა და საზოგადოებისადმი მიმართვა გაავრცელა. საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი წევრმა, ცნობილმა მოჭადრაკე, ნონა გაფრინდაშვილმა წაიკითხა საინიციატივო ჯგუფის მიმართვა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ქვეყანაში არსებული მდგომარეობა უარესდება და საქართველო, შესაძლოა, კვლავ აღმოჩნდეს დამანგრეველი ომის წინაშე. "სახალხო კრებამ უნდა მოახდინოს საზოგადოების კონსოლიდაცია და დასახოს რეალური გზები ქვეყნის ჩიხიდან გამოსაყვანად", - ნათქვამია საინიციატივო ჯგუფის მიმართვაში. ჯგუფი მოუწოდებს საქართველოში ყველა არსებულ პოლიტიკურ ძალას, საზოგადოებრივ ორგანიზაციას, მოქალაქეებს, აქტიურად ჩაერთონ კრების ორგანიზებაში. კრების ჩატარების თარიღი მოგვიანებით გადაწყდება. საინიციატივო ჯგუფის შეხვედრაში გოგი ქავთარაძე, რეზო ესაძე, ნონა გაფრინდაშვილი, ელიზბარ ჯაველიძე და მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ ლიდერები მონაწილეობდნენ.
ყველაზე პოპულარული
1