Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

16 ადამიანი დაიღუპა ქაბულის ცენტრში მომხდარი აფეთქების შედეგად


ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში მომხდარი აფეთქების შედეგად, დაზუსტებული მონაცემებით, 16 ადამიანი დაიღუპა და 30 დაიჭრა. აფეთქება კერძო პანსიონატების სიახლოვეს მოხდა. პოლიციის ინფორმაციით, დაღუპულთა შორის ორი პოლიციელი და რამდენიმე საზღვარგარეთელია, მათ შორის ინდოეთისა და იტალიის მოქალაქეები. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბერნად კუშნერმა ერთი ფრანგი მოქალაქის დაღუპვა დაადასტურა. აფეთქება მოაწყო თვითმკვლელმა, რომელიც დანაღმულ ავტომობილს მართავდა. ორი თავდამსხმელი პოლიციამ მოკლა. ქაბული ცენტრში მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა თალიბებმა აიღეს.
XS
SM
MD
LG